CENN and WWF in the Caucasus

CENN, in cooperation with WWF Caucasus, has been successfully lobbying for and organizing Earth Hour switch-off events in Georgia since 2009. Our goal each year is to raise awareness among the public, NGO, government and business sectors and attract even more participants and supporters of the largest environmental event in the world!
Become familiar with CENN and WWF Caucasus!

CENN, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, 2009 წლიდან წარმატებით ლობირებს და ორგანიზებას უწევს "დედამიწის საათის" ელ. განათების გამორთვის ღონისძიებებს საქართველოში. ჩვენი ყოველწლიური მიზანი არის საზოგადოებისა, არასამთავრობო, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორების ცნობიერების ამაღლება და მსოფლიოში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გარემოსდაცვითი ღონისძიების მონაწილეთა და მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდა! გაიცანით CENN და WWF კავკასია!

Search This Blog

Sunday, March 28, 2010

Earth Hour 2010 in Georgia - a Success!!! აქციამ "დედამიწის საათი 2010" საქართველოში წარმატებით ჩაიარა!!!!









The Earth Hour 2010 campaign in Georgia was a great success! An unprecedented number of iconic landmarks joined the initiative this year!

Thank you to all for lending your support in this monumental global event against climate change!

We would especially like to thank the following for their support:
  • Tbilisi municipality
  • Tbilisi city hall
  • Tbilisi TV broadcasting tower
  • Radisson Blu Iveria Hotel
  • Marriott Hotel
  • Courtyard by Marriott
  • Sheraton Metechi Palace Hotel
  • HSBC Bank
  • Bank Republic (Societe Generale)

**************************************

აქციამ "დედამიწის საათი 2010" საქართველოში დიდი წარმატებით ჩაიარა! წელს კამპანიასკულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის ძეგლების უპრეცენდენტო რიცხვი შეუერთდა!

დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დაუჭირა ამ უმნიშვნელოვანეს გლობალურ აქციას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!

განსაკუთრებით გვინდა მადლობა გადავუხადოთ შემდეგ ორგანიზაციებს მზარდაჭერისთვის:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის სატელევიზიო ანძა
  • სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია
  • სასტუმრო მარიოტი
  • ქორთიარდ ბაი მარიოტი
  • სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი
  • ეიჩ–ეს–ბი–სი ბანკი
  • ბანკი რესპუბლიკა (სოსიეტე ჟენერალი)

Saturday, March 27, 2010

EARTH HOUR is TODAY!!! დედამიწის საათი დღეს საღამოს არის!!!!

Please, remember to SWITCH OFF YOUR NON-ESSENTIAL LIGHTS tonight from 8:30 PM to 9:30 PM and stand strong with the rest of the world against climate change!!

Once again, we would like to thank all those who support and participate in the Earth Hour 2010 - Georgia campaign!

Let this hour of darkness bring enlightenment to the world!

******************************************************************

გთხოვთ არ დაგავიწყდეთ გამორთოთ არასაჭირო ელექტროგანათება და სხვა ელექტრომოწყობილობები დღეს საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე და ჩვენი პლანეტის სხვა ბინადრებთან ერთად გამოთქვით თქვენი აზრი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!!

კიდევ ერთხელ გვსურს გადავუხადოთ მადლობა ყველას ვინც უჭერს მხარს ამ გლობალურ ინიციატივას და იღებს მონაწილეობას "დედამიწის საათი 2010" საქართველოში!

იმედი გვაქვს, რომ სიბნელის ეს ერთი საათი იქნება მსოფლიოს განათლების მიზეზი!

Thursday, March 25, 2010

One Day to Go and More Participants Joining!



We have received confirmation from the "old" city hall building on Freedom Square that it's floodlights will be switched off for Earth Hour 2010! Once again, we would like to express our deepest thanks to all Earth Hour participants and supporters!

What's more, the Radisson Blu Iveria Hotel is holding a special "Candlelight Party" in support of Earth Hour 2010. Enjoy a complimentary glass of wine and cheese skewers in celebration of our stance against climate change!

**************************************************

ჩვენ მივიღეთ დასტური მერიის "ძველი" შენობიდან "დედამიწის საათი 2010"–ის ფარგლებში შენობის გარე ელექტროგანათების ჩაქრობის თაობაზე! კიდევ ერთხელ გვსურს გადავუხადოთ უღრმესი მადლობა "დედამიწის საათის" ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს!

გარდა ამისა, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია აწყობს სპეციალურ "სანთლების საღამოს" "დედამიწის საათის" აღსანიშნავად! დატკბით ღვინის ბოკალითა და ყველის "შამფურებით" და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!




Monday, March 22, 2010

Earth Hour Update - Less than a week to go!

Two new notable organizations have joined the Earth Hour 2010 Georgia Campaign!
  • Radisson Blu Iveria Hotel
  • HSBC Bank
We would like to express our deepest thanks to those who have joined and those who will hopefully join the initiative for their readiness to stand up to climate change!

As of Monday, March 22, the global Earth Hour Campaign has reached 115 countries!

*****************************

გვინდა ავღნიშნოთ, რომ დედამიწის საათი 2010 საქართველოს კამპანიას შეუერთდა კიდევ ორი ახალი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია:
  • სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია
  • HSBC ბანკი
გვინდა გადავუხადოთ უღრმესი მადლობა იმ ორგანიზაციებს თუ ინდივიდებს ვინც უკვე შეუერთდა ამ გლობალურ ინიციატივას და ვინც კიდევ შეუერთდება კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მათი აზრის გამოთქმისთვის!

დედამიწის საათი 2010–მდე დარჩა ერთ კვირაზე ნაკლები!
22 მარტის მაჩვენებლებით, გლობალურმა ინიციატივამ უკვე 115 ქვეყანა გააერთიანა!


Thursday, March 18, 2010

Georgia on Board for Earth Hour 2010!

Similarly to last year, the Caucasus Environmental NGO Network (CENN) has negotiated with the municipal authorities and the illumination of the Tbilisi Television Broadcasting Tower will be switched off from 8:30 PM to 9:30 PM on Saturday, March 27.

In addition, an extensive Facebook event has been created to promote the initiative and to raise awareness for the campaign.

We are currently expecting a response from the municipality concerning the extinguishment of external illumination and floodlights of municipal buildings and will contact major hotels, banks, and other notable institutions with a request to extinguish lights in their buildings as well.

Last but not least, the Georgian population is encouraged to switch off their lights and electrical appliances during Earth Hour 2010! We invite you to participate in this global momentous event!


გასული წლის მსგავსად, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის თხოვნით და თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2010 წლის 27 მარტის საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე გამოირთვება თბილისის ტელეანძის გარე ელექტროგანათება!

ამასთან, Facebook–ზე შექმნილია სპეციალური ჯგუფი დედამიწის საათის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, ინიციატივის თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად და მხარდამჭერების მოსაზიდად.

ჩვენ ამჟამად ველოდებით პასუხს თბილისის მერიისგან მუნიციპალიტეტური შენობების გარე ელექტროგანათების ჩაქრობის თაობაზე და აგრეთვე დავუკავშირდებით სასტუმროებს, ბანკებსა და სხვა მნიშვნელოვან დაწესებულებებს დედამიწის საათის დროს თავიანთი შენობების გარე განათების ჩაქრობის შესახებ.

და საბოლოოდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისის და საქართველოს მოსახლეობას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს დედამიწის საათი 2010–ში თავიანთ სახლებში ელექტროგანათებისა და სხვა ელექტრო მოწყობილობების გამორთვით შაბათს, 27 მარტს, საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე!

მიიღეთ მონაწილეობა ამ გლობალური მნიშვნელობის ინიციატივაში!